კერძო პირი, რომელიც აღარ არის ხელისუფლების ნაწილი - ესაა ქართული ოცნების შემუშავებული გზავნილი ფარცხალაძესთან დაკავშირებით. უფრო შორს წავიდა დედაქალაქის მერი და ხელი ნაციონალური მოძრაობისკენ გაიშვირა, ეს მაშინ, როცა ფარცხალაძე ქართული ოცნების გენერალური პროკურორი იყო, მისი შვილიშვილის ნათლია ბერა ივანიშვილია, თავად კი ოლიგარქის უახლოეს გარემოცვას წარმოადგენს.